რომელი დინოზავრი იქნებოდი?

Tbilisi Daily

დინოზავრობაზე ალბათ ხშირად არ ფიქრობთ და მით უმეტეს არ ფიქრობთ მაშინ, როცა გასაუბრებაზე ხართ და სასურველ სამსახურში დასაქმებამდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გაკლიათ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს კითხვა ძალიან პოპულარულია ისეთ დიდ კომპანიებში გასაუბრებისას როგორიცაა : Google, Hewlett-Packard, და Zappos.com. გასაუბრებების ძველი სტილი უკვე აღარ არის საინტერესო და ნაყოფიერი დამსაქმებლებისთვის.თქვენ რომ გასაუბრებაზე ხართ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენი რეზიუმე კონკრეტული საქმისთვის შესაბამის უნარებსა და გამოცდილებას მოიცავს.ის, რაც რთულია რეზიუმედან ამოვიკითხოთ არის ჩვენი პიროვნული უნარები. ალბათ გეცნობათ მსგავსი წინადადება - რთულ სიტუაციებში კონცენტრირებისა და მუშაობის უნარი, რომელსაც კანდიდატების რეზიუმეებში ძალიან ხშირად შევხვდებით. სწორედ ამ და მსგავსი უნარების გამოცდა ხდება ექსტრემალური გასაუბრების სახით, რა დროსაც ძალიან უცნაურ კითხვებზე არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. დამსაქმებლები აკვირდებიან თქვენს ემოციებს, მაშინ როცა უცნაურ კითხვებს ისმენთ, თქვენთვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პრობლემაა, რადგან ფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს ერთი რომელიმე სწორი პასუხი. სწორედ, ამ პროცესში ჩანს თქვენი რეაგირება მოულოდნელ მოვლენებზე და შემდეგ ის თუ როგორ ცდილობთ პრობლემის გადაწყვეტას.- დაიბნევით და საერთოდ არ უპასუხებთ თუ იმას მაინც იტყვით, რომ აკროკანტოზავრი ხართ. ექსტრემალური გასაუბრებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და დიდი მხარდამჭერი სტივ ჯობსია, რომელიც ხშირად იყენებს ახალ მიდგომას კანდიდატების შერჩევისას.ერთხელ ჯობსმა კანდიდატის წინ ქათამივით მოქცევა დაიწყო, მის მსგავს ხმებს გამოსცემდა და დაბნეული სამსახურის მაძიებლის გარშემო წრეებს უვლიდა, მხოლოდ იმიტომ რომ ენახა როგორი რეაქცია ექნებოდა მას. ახლა კი წარმოგიდგენთ 10 უცნაურ კითხვას და უბრალოდ სცადეთ პასუხი გასცეთ მათ. 1.წარმოიდგინეთ რომ უდაბურ კუნძულზე უნდა დაგტოვონ და გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ ათი პროფესიის ადამიანი, რომელთან ერთადაც ამ კუნძულზე ყოფნას ისურვებდით, რომელი პროფესიის ადამიანებს აირჩევთ და რატომ? 2.რა ფერია ფული? 3.რა იყო ბოლო საჩუქარი, რომელიც სხვას აჩუქეთ? 4.როდისმე გემზე ყოფილხართ? 5.რამდენად იღბლიანი ხარ და რატომ? 6.პიცის მიმტანი რომ ყოფილიყავი, როგორ გამოიყენებდი მაკრატელს შენს სასიკეთოდ? 7.მარცვლეული რომ ყოფილიყავი, რომელი იქნებოდი და რატომ? 8.რა რაოდენობის პიცას ჭამენ ყოველ წელს ამერიკაში? 9.80 წლის რომ ყოფილიყავით რას ეტყოდით თქვენს შვილებს? 10.ინტერნეტი როგორ მუშაობს? დაგვეთანხმებით, რომ რამდენადაც უცნაურია პროცესი, იმდენად საინტერესო და სახალისოა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #jobs #extremeinterviews