დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემენით, კარანტინის რეჟიმში 4346, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 79 დადასტურებული ინფიცირების შემთხვევიდან 10 პაციენტი სრულად განიკურნა.
#stopcov
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#tbilisidaily
0