96 წლის ქალი სამხრეთ კორეაში ყველაზე ასაკოვანია, რომელიც COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139963 სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ის ქვეყანაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელმაც COVID-19-სგან სრულად გამოჯანმრთელება შეძლო. 96 წლის ჰვონგი ქალაქ ჩენგდოში, შვილთან ერთად ცხოვრობს. ჩენგდო ქალაქ დაეგუსთან ახლოს მდებარეობს, ის ერთ-ერთია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ქალს კორონავირუსი 13 მარტს დაუდასტურდა. ის ახლა ჩენგდოში, თვითიზოლაციაში იმყოფება. სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 9 241 შემთხვევაა დადასტურებული, 4 144 მათგანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 131 პირი. "ტაბულა"
0