ხოშტარიამ "პატრიოტების" კრემლისგან დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
Pirveliradio Ge
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
"ყველაფერი, რაც ამ ანგარიშში წერია, მათ შორის, დოკუმენტაცია ფინანსური კავშირების შესახებ, რაც თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულია - უცხო ქვეყნიდან ფინანსური რესურსის მიღება. მეორე, იქ არის ლაპარაკი მათი მხრიდან კამპანიის მართვაზე, ინსტრუქციებს იღებდნენ, პირდაპირ ციტატებია მოყვანილი. ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, გაგზავნილია აქედან 15 ადამიანის დოსიე, ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. პროკურატურამ ამ ფაქტზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, თუ რა დანაშაულებთან გვაქვს საქმე", - ამბობს ხოშტარია.