ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაცია გახანგძლივდა

0
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
#გამოცდები
#რეგისტრაცია
#განათლება
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0