ევროკავშირი აშშ-ში მშვიდობიან პროტესტს უჭერს მხარს

Headline

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აშშ-ის მოქალაქეების არაძალადობრივ, მშვიდობიან პროტესტს უცხადებს მხარდაჭერას. ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებით, ევროკავშირისთვის შოკისმომგვრელი იყო ამერიკელი პოლიციელის მოქმედებები, რამაც მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულს იგი ძალოვანი უწყების თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად აფასებს. „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტს. ამავდროულად ვგმობთ ძალადობას და რასიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას“, - განაცხადა ბორელმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. USA mass protest EU headline