რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით პაციენტებს არ იღებს - ლევან გოფოძე

0
რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით პაციენტებს არ იღებს. ის ქვეყანაში განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანებს შეჰყავს - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ თვითდინებით მიმართულების პაციენტებმა სხვა ჩვეულებრივ სომატურ სტაციონარებს უნდა მიმართონ. „კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას. თქვენ იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში გამოქვეყნდა პროტოკოლი, რომელიც მკვეთრად განსაზღვრავს და გამიჯნავს ერთმანეთისაგან იმ პაციენტებს, ვინც არიან საეჭვო კორონაზე და არ არიან. ამიტომაც, რადგანაც რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური მიმღები ყველა იმ პაციენტისა, რომელიც საეჭვოა კორონავირუსის მატარებლობაზე, იღებს მკაცრად პროტოკოლის მიხედვით იმიტომ, რომ აქ ნაკადების უმართავი სიტუაციის შექმნა არ მოხდეს და არ დარჩნენ კლინიკის გარეთ ის ადამიანები, ვინც ჭეშმარიტად საჭიროებენ ჩვენს მეთვალყურეობას, გამოკვლევას, იგივე კორონავირუსის დიაგნოსტირებას. ამიტომაც, ჩვენ ვმოქმედებთ მკვეთრად განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ ვიღებთ თვითდინებით პაციენტებს. თვითდინებით მიმართულების პაციენტების სულ სხვა ნაკადია და მათ უნდა მიმართონ სხვა ჩვეულებრივ სომატურ სტაციონარებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
#კორონავირუსი
#ლევანგოფოძე
#რესპუბლიკურისაავადმყოფო
#tbilisidaily
0