"შერატონ მეტეხი პალასს", მისი მენეჯმენტი, მთავრობას უსასყიდლოდ, საკარანტინე სივრცედ უთმობს - ამის შესახებ სასტუმროს გენერალური მენეჯერის ფრედ სმიტის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს კორონავირუსის გავრცელების გამო, მსოფლიო პანდემიის წინაშეა და ამ პირობებში, სასტუმროს მფლობელი Ras Al Khaimah Investment Authority Georgia LLC, ქართულ საზოგადოებას მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს.
სწორედ ამ მხარდაჭერის დასტურად, სასტუმროს მენეჯმენტმა გადაწყვიტა, "შერატონ მეტეხი პალასი" მთავრობას იმ პირების განთავსებისთვის დაუთმოს, რომელთა იზოლაცია, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელი იქნება.
P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ.
#news
#Coronavirus
#headline