კოვიდის ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორის ჩართვას სახელმწიფო დადებითად უყურებს - გამყრელიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,კოვიდისვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორის ჩართვას სახელმწიფო დადებითადუყურებს. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს პროცესი სავარაუდოდ,ივნისის შემდეგ დაიწყება.
''ძალიან დადებითად უყურებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი ჩაერთვება ვაქცინაციაში. ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან.ზოგადად თითქმის98% ვაქცინაციისა მოდის სახელმწიფოს ხარჯზე, აქ საუბარი არ არის კოვიდის ვაქცინაზე.
კერძო სექტორსქვეყანაში ორი სამი ვაქცინა შემოაქვს და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 დოზა გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა ალბათ 40-დან 50 000.გრიპზეყველაზე მაღალი მოცვისმაჩვენებელიგვქონდა.
ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება შემოიტანონ. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თვითონ მწარმოებლები ჯერ-ჯერობითკერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანაზე.
ჩემი პირადი შეხედებულებაა, ეს დაიწყებაალბათ მაისს-ივნისის შემდეგ. არავინ ხელს არ უშლით პირიქით ხელს უწყობენ'' - განაცხადა გამყრელიძემ.