საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. როგორც, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტმა, მეგი კობახიძემ განცხადა ბავშვის ბებია-ბაბუასაც კორონავირუსი აქვს. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მშობლეი ინფიცირებულები არ არიან. „ დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, მდგომარეობა სტაბილურია. დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა და კვლევები, რაც ამ ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო“, - აცხადებს ინფექციონისტი.
#კორონავირუსი
#2წლისბავშვი
#ინფიცირებული
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0