ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება

0
საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება იგეგმება. დღეს ჟურნალისტების კითხვაზე, სომხეთიდან სტუდენტების დაბრუნების შემდეგ, ხომ არ იგეგმება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონებად გამოცხადება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა: “ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”. შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ქვემო ქართლში, მარნეული და ბოლნისია საკარანტინო ზონებად გამოცხადებული.
#coronavirus
#სამცხეჯავახეთი
#ნინოწმინდა
#ახალქალაქი
#სოზარსუბარი
#კარანტინი
Borjomi
0