5 votes
0 comments
0 shares
Save
105 views
ხაჟო მია
Tbilisi · 3 months ago
#politics
ხაჟო მია
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
ხაჟო მია
Rustavi, Georgia · 3 months ago
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რამდენად იცით საქართველოს პოლიტიკური სისტემები?
1) საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის დათხოვნის უფლება პირველად 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით მიიღო. 2) “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიუფი ოლქი 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა. 3) აჭარამ, როგორც ავტონომიურმა რესპუბლიკამ თავისი პირველი კონსტიტუცია 1937 წელს მიიღო. 4) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, 1991-92წ დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება კვალიფიცირებულია, როგორც შეთქმულება და გადატრიალება, შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალების მიერ. 5) სახწლმწიფო ხელისუფლების განხორციელება ხელისუფლების დანაწილების პრინციპით აღიარებულია 1995 წლის კონსტიტუციით. 6) თავი სოციალურ-ეკონომიკირი უფლებების შესახებ 1921 წლის კონსტიტუციაში იქნა შეტანილი. 7) საქართველოს დამფუძნებელი კრება შედგებოდა პროპორციული სისტემით არჩეული 130 წევრისგან. 8) 2012 წლის 25 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტს ჩამოერთვა მთავრობისა და პარლამენტთან შეუთანხმებლობის უფლება. 9) ეკლესია წარმოადგენს - ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულიფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 10) საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა. 11) “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მიმართ სიტყვა ოკუპაცია საერთაშორისო დონეზე პირველად 2011 წლის 20 იანვარს, ევროპარლამენტის მიერ შავი ზღვის ქვეყნების შესახებ მიღებულ ახალ სტრატეგიაში ჩაიწერა. 12) სამხედრო პირებს, პოლიტიკურ პარტიებში საქმიანობა ეკრძალებათ. 13) 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისა და დენონსირებისთვის პარლამენტს მთავრობა მიმართავს. 14) სამხედრო ძალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. იგი გადაწყვეტილებას პარლამენტს წარუდგენს, რომელმაც 48 საათში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.#politics #system #georgia
Middleeast Report
Tbilisi, Georgia · 6 days ago
სამხედრო ოპერაცია ჰუტიების (Houthis) წინააღმდეგ.
არაბული კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით დაადასტურა, რომ ჰუსიტების წინააღმეგ სახმდედრო ოპერაცია დაიწყო. სამეფოში დაადასტურეს ეს ფაქტი და დააამტეს, რომ მათი მთავარი სამიზნე დაჯგუფების ლიდერშიპი იქნება. ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჰუტებმა რიადის მიმართულების ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვეს. AFP-ს თქმით, რამდენიმე დრის წინ აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის გარეუბნებში. კოალიციამ საჰაერო იერიშები დედაქალაქზე მიიტანა და სანას საერთაშრისო აეროპორტი დაბომბა. ჰუტების თქმით, სამეფომ 57 საჰაერი იერიში მიიტანა დედაქალაქსა და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ -"სიმაგრე" საადაზე. "The operation came in response to the threat of the Huthi militia after they launched ballistic missiles as well as drones from the occupied capital Sanaa, as well as Saada," coalition spokesman Turki al-Maliki told reporters in Riyadh. "The terrorist leaders of the Huthi militia... will be pursued and held accountable. Targeting civilians and civilian facilities is a red line." სამხედროს ოპერაციის დაწყება გულისხმობს, რომ ცალმხვრივი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც აპრილში გამოცხადებული იყო, დასრულდა და მხარეები ისევ საომარ მდგომარეობაშ გადავიდნენ. გასულ თვეს, კოალიციამ გამოაცხადა, რომ გამოიჭირა და გაანადგურა მოწინააღმდეგეს ბალისტიკური რაკეტები და დრონები. #ახალიამბები #პოლიტიკა #იემენი #საუდისარაბეთი #კოალიცია #ახლოაღმოსავლეთი #სპარსეთისყურე #ჰუტები #ომი #war #middleeast #gulf #news #politics #saudiarabia #yemen
Interworld
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ირანის დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ - რისკები და გამოწვევები
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის წარმოშობილმა დაპირისპირებამ, ირანის ჩრდილოეთ საზღვართან კონფლიქტის კერა გააჩინა. ოფიციალური თეირანის მცდელობებმა, მედიატორის როლი ეკისრა, მის გარშემო პოლიტიკური ხასიათის საგარეო და საშინაო ხასიათის გამოწვევები წარმოშვა. აღნიშნულის შესახებ 1992 წლის მარტში, ირანის საგარეო საქმეთა იმდროინდელი მინისტრის მოადგილემ მაჰმუდ ვა’ეზიმ (Mahmud Va’ezi) განაცხადა, რომ შიდა ირანულ საზოგადოებაში არსებული მოსაზრებები მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ, ოფიციალური თეირანის პოლიტიკისთვის. 1993 წლის დეკემბერში, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ალი აქბარ ველაიათიმ (Ali Akbar Velayati) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტში, ამ უკანასკნელის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ოფიციალური თეირანის ე.წ. რეალპოლიტიკა, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, უფრო დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. ირანის ხელისუფლება ითვალისწინებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად აზერბაჯანელი უმცირესობის (სრული მოსახლეობის დაახლოებით 20-25%) არსებობას და ამავდროულად სომხეთის, როგორც “ბუფერული ზონის” როლს თურქეთ-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებში. 1990-იანი წლების დასაწყისში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში, ირანის ხელისუფლება დაპირისპირების კონტროლქვეშ მოქცევას და ამ საკითხით გამოწვეული რისკების/საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა. საბოლოოდ, ოფიციალურმა თეირანმა ვერ შეძლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის კისრება სხვადასხვა მიზეზთა გამო. წინააღმდეგობებს წააწყდა რუსეთიდან, აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან არსებული. მთიანი ყარაბაღის ომმა, ოფიციალური ბაქოს მიმართ ირანის ეთნიკური აზერბაიჯანელების და ზოგადად შიიტური სოლიდარობის ზრდა გამოიწვია. მაგალითად უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1993 წელს, აზერბაიჯანის ქალაქ თაბრიზში ვიზიტისას მკაცრად გააკრიტიკა სომხეთის რესპუბლიკა და ყარაბაღელი სომხები, რეგიონში მცხოვრებ მუსლიმებზე განხორციელებული ზეწოლის გამო. ამავე პერიოდში არაერთმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ირანის პარლამენტის დეპუტატმა დაგმო სომხური შეიარაღებული ძალების მოქმედებები და თეირანის მთავრობას ამ სახელმწიფოს მიმართ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. საწყის ეტაპზე, საზოგადოებრივი რეაქციები უფრო რადიკალურიც იყო. 1992 წლის 25 მაისს, აზერბაიჯანში, თაბრიზის უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტმა საპროტესტო აქცია ჩაატარა, სადაც ისმოდა შეძახილები “სიკვდილი სომხეთს” და ირანის ხელისუფლებას, სომეხთა კრიმინალური ქმედებების საპასუხოდ, მუსლიმთა მხრიდან გამოჩენილ “მდუმარებაში” ადანაშაულებდა. ირანის აზერბაიჯანულენოვანი მედია მალევე ჩაერთო კონფლიქტის მიმდინარეობაში, მას შემდეგ, რაც 1994 წლის გაზაფხულზე, აზერბაიჯანს თურქეთმა მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. ეთნიკური სოლიდარობის ნიშნები უხვად იყო წარმოდგენილი 2016 წლის აპრილში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარ ე.წ. 4-დღიან ომში. მაგალითად, ამავე წლის 23 მაისს, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი წარმომადგენელმა აიათოლა მოჰსენ მოჯთაჰედ შაბესტარიმ, აზერბაიჯანის რელიგიური და კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს და ისლამს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ იგივე ადამიანმა, 2015 წელს, აზერბაიჯანის ქალაქ ნარდარანში, შიიტ რელიგიურ აქტივისტებსა და ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ოფიციალური ბაქო “ხალხზე ზეწოლაში” დაადანაშაულა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვით “დაიმუქრა”. წარსულმა გამოცდილებამ აშკარად აჩვენა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ირანის შიდა სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელია. შესაბამისად, ოფიციალური თეირანი “ფხიზელი თვალით” აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ეთნიკური ნიშნით დაძაბულობის აღმოსაფხვრელად. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Iran #Azerbaijan #Armenia #Nagorno #Karabakh #politics #interworld#ახალიამბები #პოლიტიკა
Headline
Tbilisi, Georgia · 2 months ago
რას ამბობენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ?
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასატარებელი რეფორმების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. იგი აცხადებს, რომ თავიდან ქვეყანაში რევოლუცია უნდა მოხდეს, თუმცა ამჯერად - ანტიელიტური. რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, იგი ფიქრობს, რომ უკრაინაში ჩაკეტილი ჩინური საწარმოები უნდა გაიხსნას. იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის რეფორმების უკვე აღარავის სჯერა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ გამოსვლაში მან უნებურად გაამხილა საკუთარი რეალური მიზნები. მიხეილ სააკაშვილი ამ კვირაში, სათავეში ჩაუდგა რეფორმების კომიტეტს. ჩინოვნიკი აცხადებს, რომ ყველა მცდელობა ქვეყანაში ჩატარებულიყო გარდაქმნები, უშედეგოდ დასრულდა, რადგან ადგილებზე დარჩნენ ის პირები, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს "საკენკში". "უკრაინაში უნდა მოხდეს ანტიბიუროკრატიული, ანტიელიტური რევოლუცია. ყველა ის პირი, ვინც საკუთარ თავს კარგად გრძნობს "საკენკში" არსად წასულა, ისინი დარჩნენ და ელოდებიან, როდის ჩაგვიქრება ენთუზიაზმი და დავსუსტდებით ის ადამიანები, ვისაც ცვლილებები გვსურს. ამის შემდეგ იტყვიან, რომ აი, ჩვენ ვამბობდით, რომ არაფერი გამოვიდოდა, გაფრთხილებდით."- აცხადებს სააკაშვილი ქვეყანიდან გაქცეულმა ექს პრეზიდენტმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რომელიც 2017 წელს პოროშენკოსთან კონფლიქტის შედეგად ჩამოერთვა. 2019 წელს, ახალმა ხელისუფლებამ მას ისევ დაუბრუნა უკრაინული პასპორტი. აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში საქართველომ კონსულტაციისათვის უკრაინიდან ელჩი გამოიწვია. თბილისში დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ სააკაშვილის "რეფორმატორად" დანიშვნის გამო, რადგან მათი აზრით, ქვეყანაში არაერთხელ გასამართლებული და ძებნილი პირი არ უნდა ინიშნებოდეს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის საჯარო თანამდებობაზე. ახლა კი გაგაცნობთ მცირე ნაწილს იმის შესახებ, თუ რას ამბობენ უკრაინის არასამთავრობო სექტორში მიხეილ სააკაშვილზე. კიევის პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, ვლადიმერ სკაჩკო დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ისეთივე რეფორმატორია, როგორც "ცნობილი ბიოლოგიური ნარჩენისაგან" შემდგარი ტყვია. მედიასთან საუბრისას იგი აცხადებს: "ეს არაერთხელ დამტკიცდა. ახლა საუბარია არა მისი ოპონენტების არგუმენტებზე, არამედ სააკაშვილის ქმედებებზე და "რეფორმებზე" რომელიც მან უკრაინასა და საქართველოში ჩაატარა" სტატია ადაპტირებულია უკრაინული გამომცემლობა VZ-ზე დაყრდნობით.#უკრაინა #საქართველო #სააკაშვილი #ელჩი #პარტნიორი #პოლიტიკა #headline #saakashvili #politics #opinion
Middleeast Report
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ზელენსკის ბრძანებით, კურბან და რამაზან ბაირამი სახელმწიფოს დღესასწაულების სტატუსს მიიღებს
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კურბან და რამაზან ბაირამების სახელმწიფო დღესასწაულებად დამტკიცება სურს. მან უკვე საინიციატივი ჯგუფი შექმნა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს. ეს იქნება პირველი არა ქრისტიანული დღესასწაულები, რომელსაც სახელმწიფო დონეზე აღნიშნავენ. სავარაუდოდ უქმე დღე იქნება რამაზანის და კურბან ბაირამის დღეები. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, კიევში დიდი მეჩეთის მშენებლობა იგეგმება. ზელენსკიმ განაცხადა რომ ყირიმელი თათრების ინიციატივას და პროექტებს ელოდება. #politics #news #opinion #events #ukraine #zelensky #tatar #crimea #bayram #ramazan #kurban #უკრაინა #კურბან #რამაზან #ბაირამი #ზელენსკი
Headline
Tbilisi, Georgia · 2 months ago
„პოლიტიკური წმენდა“ აზერბაიჯანში
აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან „ძველი კადრების მასობრივი წმენდა“ მიმდინარეობს. საშუალო რგოლის თანამდებობის პირების დაპატიმრებების და პოსტებიდან გათავისუფლების კამპანია, რომელიც 2019 წლის შემოდგომას დაიწყო, დღემდე, კორონავირუსული პანდემიის პირობებში არც შეჩერებულა. არსებული მიდგომა სულ უფრო ფართოვდება და საკმაოდ „გავლენიანი ადამიანები და საჯარო მოხელები“ მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში, მათ შორის გენერალური პროკურორიც, რომელიც 20 წლის მანძილზე იკავებდა პოსტს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თანამდებობის პირთა რიგების „საკადრო წმენდა“ კოროანვირუსით გამოწვეულ, საკმაოდ დიდ ეკონომიკურ ზარალს და ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ვარდნას უკავშირდება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.#Azerbaijan #government #headline #politics
Middleeast Report
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ავღანეთში ქართველ სამხედროებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულია სულ 28 სამხედრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. ინფიცირების წყარო, ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.#news #politics #war #afganistan #mission #soldiers #georgia #coronavirus #covid19 #ახალიამბები #ომი #ავღანეთი #სამხედროები #კორონავირუსი
Middleeast Report
Tbilisi, Georgia · 3 days ago
აია-სოფია მეჩეტია - ისტორიული გადაწყვეტილება
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა აია-სოფია მეჩეთად გადაეკეთებიმა, რაც გააკეთეს კიდეც. შესაბამის ბრძანებას ქვეყნის პრეზიდენტმა, რეფეფ ტაიპ ერდოღანმა ხელი უკვე მოაწერა. 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძამებით აია-სოფია მუზეუმად გადაკეთდა, იმის შემდეგ 85 წლის მანძილზე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა. მმართველი AKP-ს თქმით, მუსტაფა ქემალის ხელმოწერა იყო ყალბი, ხოლო ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმური. შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე იუნესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აია-სოფია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, ამიტომ მისი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ორგანიზაციას წინასწარ უნდა ეცნობოს.#news #politics #turkey #hagiasophia #erdogan #mosque #istanbul #middleeast #ახალიამბები #პოლიტიკა #თურქეთი #აიასოფია #ერდოღანი #ახლოაღმოსავლეთი
Middleeast Report
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ჩინეთი vs ინდოეთი
ჩინეთ-ინდოეთის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის გამო, აქტუალური გახდა ორი ბირთვული სახელმწიფოს ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების შედარება. ქვემოთ მოყვანიალია Global Times-ის მიერ მომზადებული რუკა (2020 წლის მონაცემები) #infographics #statistics #india #china #news #politics #war #world #asia #dispute #territories #ახალიამბები #პოლიტიკა #ჩონეთი #ინდოეთი #აზია #მსოფლიო