როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი დაუცველია უდიდესი გამოწვევის-კორონავირუსის პანდემიის წინაშე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140012 როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი დაუცველია უდიდესი გამოწვევის - კორონავირუსის პანდემიის წინაშე - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა. , , როგორც მოგეხსენებათ, 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. პოლიტიკურმა გაერთიანებამ - , , ლელო საქართველოსთვის” არაერთხელ გააჟღერა, რომ როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი დაუცველია უდიდესი გამოწვევის - კორონავირუსის პანდემიის წინაშე. ზემოაღნიშნულმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააყენა რისკ-ჯგუფში, რადგან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გრძელდებოდა ფართომასშტაბიანი შეხვედრები. მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება არ იყო დაცული თვით არჩევნების დღესაც, რასაც ასევე ადასტურებენ ადგილობრივი მედიკოსები. ორი კვირის წინ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონიდან აცხადებდნენ, რომ რეგიონი მოუმზადებელია კორონავირუსის გამოწვევის წინაშე. გალის რეგიონში შეტანილი ჰუმანიტარული ტვირთიც კი, მოსახლეობის ინფორმაციით, ძალის გამოყენებით წაიღეს სოხუმში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესძლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჰუმანიტარული ტვირთის თითოეულ მოსახლეობამდე მიტანის უზრუნველყოფა და სტაციონარებს შორის სამართლიანი განაწილება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს საკომუნიკაციო სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით: 1) მოხდეს ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; 2) მიეწოდოთ ოკუპირებულ რეგიონებს როგორც სამედიცინო საშუალებები, ასევე ინვენტარი; 3) მიეწოდოთ საინფორმაციო მასალა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ცნობიერების ასამაღლებლად; 4) საოკუპაციო ხაზებთან გათავისუფლდეს საკარანტინე ზონები და სტაციონარი, სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობის მისაღებად და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად; 5) ასევე წინასწარ დაიგეგმოს საველე ჰოსპიტლების გამართვის საკითხი საჭიროებისამებრ; 6) საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებში არიან. აქვე მსურს, წინასწარ გამოვთქვა იმედი, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლებას გათვითცნობიერებული აქვს ყველა რისკი, რაც ახლავს შიდა მიგრაციულ პროცესებს და რა საფრთხის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველოსთვის!’’ - განაცხადა ლანა გალდავამ.
0