გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა
Tbilisi Daily
გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრის, ვენდი მორტონის განცხადებას საელჩო Twitter გვერდზე ავრცელებს.
„მოვუწოდებთ მხარეებს მე-2 ტურის სამართლიანად და კანონის დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება გლობალურ მისწრაფებებთან“, - აცხადებს მინისტრი.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.