კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140015 კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს ყოველთვის. ვაკეთოთ ყველამ კარგი საქმე, დავუდგეთ გვერდში, მაგრამ ვაკეთოთ ჩუმად და წესების დაცვით - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგების ფაქტს, რამაც მასობრივი თავყრილობა გამოიწვია. „ქვეყანაში დღეს არის ძალიან დიდი სოლიდარობა და ეს კარგია. ჩემთან იმდენი ადამიანი მოდის, რითი დაგეხმაროთ, რითი დაგიდგეთ გვერდშიო, ასობით ზარია. სამწუხაროდ, ბოდიშს ვუხდი, ვისაც ვერ ვპასუხობ, ძალიან ბევრია, მაგრამ, ბოდიში და, ვიღაცამ მერე ეს გააპიაროს, ეს აღარ არის უკვე სოლიდარობის გამოხატულება. კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს ყოველთვის. ვაკეთოთ ყველამ კარგი საქმე, დავუდგეთ გვერდში, მაგრამ ვაკეთოთ ჩუმად და წესების დაცვით. ამ დროს უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა ჰქონდეს, დღეს ჩვენ სუყველა ერთნი ვართ, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც. ინფექციამ, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის ხელისუფლება, ვინ არის ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას ნუ გამოვიყენებთ რაღაც სხვა დანიშნულებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0