ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, დღეს, 26 მარტს პირბადეების, ხელთათმანების და სადეზინფექციო ხსნარების კომპლექტები დარიგდება ზუგდიდში.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ანა წითლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს :
“ზუგდიდელებო, ვისაც გჭირდებათ:
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, დღეს, 26 მარტს, 13.00 საათზე, პირბადეების, ხელთათმანების და სადეზინფექციო ხსნარების კომპლექტები დარიგდება ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ. მიბრძანდით და აიღეთ.”- ნათქვამია განცხადებაში.
#ზუგდიდი
#ენმ
#ინიციატივა
#კორონავირუსი
#zugdididaily