http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140017
თქმა იმისა, რომ რა საჭიროა ექიმი მე არაფერი შემეყრება, როცა მყავს ღმერთი, არ არის სწორი! - ამის შესახებ განცხადება, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა კორონავირუსზე საუბრისას გააკეთა.
"თქმა იმისა, რომ რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო", ან კიდევ, "მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი", არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი." - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.