დაგროვებითი საპენსიო სისტემა

0
საქართბელოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, მაგრამ რადგან ყველა უშუალოდ ამ დღესვე არ დარეგისტრირებულა, საპენსიო სააგენტო ათვლის წერტილად იღებს თარიღს, როდესაც ამა თუ იმ სამსახურის ბუღალტერმა დეკლარაცია შეავსო, დახურა და თანამშრომლები საპენსიო სქემაში გააწევრიანა. ამ თარიღიდან სამი თვის შემდეგ პირს, რომლის ასაკი 40 წელს ზევითაა, უკვე შეუძლია განცხადის დაწერა საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ. საპენსიო სქემაში რეგისტრაციიდან სამი თვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ სისტემიდან, სისტემიდან გასვლა ორი თვის განმავლობაში არის შესაძლებელი. თუ ამ ვადაში ვერ მოასწარით, შემდეგ საპენსიო სქემას უკვე ვეღარ დატოვებთ. თუმცა, თუ გახვედით, დაბრუნების შესაძლებლობა ჩვეულებრივად გრჩებათ. ცნობისთვის, დასაქმებულს, რომლის სახელფასო შემოსავალი 24 ათასამდე ლარია, სახელმწიფო საპენსიო ანგარიშზე ხელფასის 2%-ს ურიცხავს; იმათ, ვისი სახელფასო შემოსავალი წელიწადში 24 ათასი ლარიდან 60 ათასამდე ლარია, სახელმწიფო ურიცხავს 1%-ს; ხოლო 60 ათასი ლარის და მეტი წლიური შემოსავლის მქონეს – ხელფასის 0, 5%-ს. დღეისთვის საპენსიო ფონდში 700 მილიონ ლარამდეა დაგროვებული.
#საპენსიოფონდი
#დაგროვებითიპენსია
Borjomi
0