„აჭარა ჯგუფმა“ სასტუმრო Holiday Inn Tbilisi მთავრობას საკარანტინო სივრცედ დაუთმო

0
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო – ამის შესახებ „აჭარა ჯგუფი“ Facebook-ის გვერდზე წერს. მათივე ცნობით, სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ. „გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის“- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. https://primetime.ge/„atchara-jgufma“-sastumro-holiday-inn-tbilisi-mtavrobas-sakarantino-sivrtsed-dautmo/
#holidayin
#covid19
#coronavirus
#news
#primetime
#adjaragroup
0