ონლაინ კურსი ახალგაზრდებისთვის აჭარაში

0
ონლაინ კურსი ახალგაზრდებისთვის აჭარაში "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" 14-18 წლის მოსწავლეებს ონლაინ-კურსს სთავაზობს. "ბათუმელების" ცნობით, კურსი შეეხება ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ამოცნობას. რეგისტრაცია 4 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო განსაკუთრებით აქტიური მოსწავლეები პრიზებით დაჯილდოვდებიან. რეგისტრაციისთვის საჭიროა, იყოთ აჭარის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული. კურსი პრეზენტაციების, სტატიებისა და ვიდეოების სახით წარიმართება. მასალის დამუშავების შემდეგ კი მოსწავლეებს ქუიზების გაკეთება მოუწევთ, დაგროვებული ქულებით ყველაზე აქტიური მოსწავლეები გამოვლინდებიან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: shorturl.at/ejvMN
#ბათუმი
#ონლაინკურსი
#ჟურნალისტიკა
#აჭარა
#batumidaily
0