აკვიატებული მდგომარეობა

0
#ფსიქოლოგია #მეცნიერება აკვიატებული მდგომარება არის სპონტანურად აღმოცენებული დაუძლეველი აზრები, უსიამოვნო მოგონებები, ეჭვები, შიშები, ლტოლვები, და მოქმედებები, რომლის მიმართაც ავადმყოფს კრიტიკა შენარჩუნებული აქვს. მათ ასევე აქვთ თავსმოხვევისა და პიროვნებისათვის გაუცხოების განცდა. აკვიატებული მდგომარეობის სახეებია: განყანებული აკვიატება- ძალდატანებიტი ფიქრი, აბსტრაქტულ ხშირად უაზრო პრობლემებზე, აკვიატებული თვლა, აკვიატებული მოგონებები, სხვადასხვა თემების ძალდატანებით გახსენება. ხატოვანი ანუ გრძნობადი აკვიატებები- სირცხვილის, სინანულის დანაშაულის განცდით შეფერილი არასასიამოვნო, სამარცხვინო აკვიატებული განცდები. კომპილსიები. აკვიატებული შიშები (ფობიები) როდესაც ადამიანს აქვს ყოვლისმომცველი, ინტენსიური და გადაულახავი შიში, რომელიც იპყრობს მთელს მის არსებას, მიუხედავად შიშის აფსურდულობისა მისი მოშორება ვერ ხერხდება. აკვიატებული მოქმედებები- მას აქვს ფსიქოლოგიური დაცვის ფუნქცია. ცრურწმენებისგან განსხვავებით რიტუალების მიმართ პაციენტი კრიტიკულია თუმცა მისი შესრულების შემტხვევაში შვებას გრძნობს. იმპულსური ქცევები- არჩევენ იმპულსურ ქცევას და იმპულსურ ლტოლვებს, რომელიც ცნობიერების კონტროლის გარეშე ხდება და შეიძლება იყოს მწვავე და პერიოდული. იგი იპყრობს ადამიანის აზროვნებას და ქცევას აკონტროლებს. მაგალითად დრომომანია - ხეტიალის, კლეპტომანია -ქურდობის, დიფსომანია -ლოთობის, პირომანია - ცეცხლის მოკიდების ძლიერი სურვილი.
0