დიასახლისობანი

0
დღეს გადავწყვიტე მოვერგო ჩემს სამზარეულოს და საკუთარი “მე”, რომელიც მრავლად მყავს, გამოვიწვიო დუელში-ანუ ვიასპარეზო, საასპარეზო “თემა” კი ყიყლიყო აღმოჩნდა, ღვინითა და ხილით. საბედნიეროდ არც ტაფა დამეწვა და არც ღვინო გადამესხა, თუმცა რა ტანდემი აღმოჩნდა ჩემ წინ არ ვიცი, ამ საიდუმლოს ალბათ ვერც ვერასდროს ამოვხსნი. ონლაინ ლექციაზე დროულად გამოვცხადდი, ტუჩებზე კი ახლაც მაქვს შემორჩენილი გრეიფრუტის მჟავე, საამო გემო...✨
0