XXl საუკუნის ნიკოლოზ ბარათაშვილი

0
რთული ბავშვობა ჰქონდა , მიუხედავად ყველაფრისა არასდროს კარგავდა ბრძოლის უნარს, საქართველოს ისტორია შეისწავლა დეტალურად, მსოფლიოსაც ხარბად დაეწაფა ბოლოს კი ქვეყნის სამსახურში ყოფნა გადაწყვიტა . 2020 წელი , წელი უიმდობის , ადამიანთა ტკივილის და უსუსურობის. მოვიდა დრო , ნიკოლოზი დიახ მისი სახელიც ნიკოლოზია , ემზადება სავალდებულო შემოწმების გასავლელად მიდის ცენტრალურ კომისარიატში ექიმი კი უცხადებს (ყოველგვარი შემოწმების გარეშე) "შენ ვერ შეძლებ ჯარისკაცობას, ნახვამდის!" . მას ახსენდება ყველა მეგობარი, ნათესავი და მათი შეძახილი "შენ ვერ შეძლებ!" "უსარგებლო ხარ!" ახლა ის ჩემთან არის მაგრამ ვერ ვგრძნობ ამას, თვალები ცრემლით ევსება და ამბობს "საბრალოა მხოლოდ სული ობოლი"... 2020 წელი , 21-ე საუკუნე თავისი მოაზროვნე საზოგადოებით და სამართალით . ამბავი რეალურია გადაჭარბების გარეშე , მინდა გითხრათ როგორ უშვებენ მარგალიტებს ხელიდან , მე ვცდილობ ნიკოლოზის ნუგეშს მაგრამ ამაოდ .
#გააჟღერე
Feedc
#გაამხნევე
#არადისკრიმინაციას
#ახალიამბები
#ხელოვნება
0