დაგვიცავს თუ არა ხელთათმანი ვირუსისგან?

0
კორონავირუსის საფრთხის გაჩენის შემდეგ, აქტუალური გახდა მოსახლეობაში ხელთათმანის გამოყენება, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ წესების დაცვის გარეშე ხელთათმანმა პირიქით შეიძლება ჩვენი დაინფიცირება გამოიწვიოს! პოლიეთილენის ხელთათმანი ბაქტერიას ადვილად იკრობს და მისი გაკეთების შემდეგ არ უნდა შეეხოთ სახის მიდამოებს ტელეფონსა თუ სხვა ნივთებს, აუცილებელია ხელთათმანების ხშირი ცვლა ისევე როგორც პირბადის. ხელის დაბანა უნდა მოხდეს ხელთათმანის ჩაცმის წინ და გახდის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც რომ ქუჩაში ხელთათმანით სიარული არ დაგვიცავს ვირუსისგან, უმჯობესია ხელის ხშირი დაბანა და სადეზინფექციო ნივთიერებით დამუშავება.
#დარჩისახლში
#კორონავირუსი
#ყველაფერიკარგადიქნება
0