http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140023
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა გამოსცა განკარგულება, 60 დღით შეწყდეს საზღვარგარეთ აშშ-ის ჯარების გადაადგილება და მოგზაურობა. ეს ზომა მიმართულია არმიის რიგებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ამის თაობაზე ესპერმა ოთხშაბათს განუცხადა როიტერსს.
ესპერის თქმით, ბრძანება ვრცელდება აშშ-ის სამხედროებზე, არმიაში მომუშავე სამოქალაქო პერსონალზე და მათი ოჯახის წევრებზე. ერთადერთი გამონაკლისი დაშვებულია ავღანეთისთვის, საიდანაც ჯარების გამოყვანა გაგრძელდება.