http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140026
შევთავაზე მთავრობას წაეღოთ ეს მარაგი და თავად უზრუნველეყოთ მოსახლეობისთვის დარიგება, მათ უგულებელყვეს და ახლა აქეთ ბრალს დებენ მოხალისეებს - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რითაც ზუგდიდში მომხდრ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ზუგდიდსა და რუსთავში მოქალაქეებისთვის პირბადეების, ხელთათმანების და სადეზინფექციო ხსნარების დარიგებამ, ადგილზე ხალხმრავლობა გამოიწვია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს.
„რამდენიმე დღის წინ, ჩემს საჯარო მიმართვაში, მივმართე ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკას აქვს ყველა ის საჭირო დამცავი ატრიბუტი, რაც ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია და მივმართე თხოვნით მთავრობას წაეღოთ ეს მარაგი და თავად უზრუნველეყო მოსახლეობისთვის დარიგება. მათ უგულებელყვეს ეს შეთავაზება და ახლა აქეთ ბრალს დებენ ბიბლიოთეკას და მის მოხალისეებს“, - აცხადებს სააკაშვილი.