Რეგულაციების დარვევისთვის 983 მოქალაქე დაჯარიმდა

Tbilisi Daily

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 შემთხვევა გამოავლინეს. უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. "დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა", — აცხადებენ სამინისტროში. უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომების გამოყენებისკენ აფრთხილებს.