პირადი სახსრებით დაფინანსებული სოხუმი

Sokhumi Daily

როგორც ე.წ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ამჟამად, სოხუმის სანაპიროსა და ქალაქის ერთ – ერთი პარკის კეთილმოწყობა ხორციელდება პირადი სახსრების ხარჯზე. აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში, ადგურ არძინბამ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყოს თანხების ასეთ რთულ დროს, მაგალითად, შადრევნებისთვის, როდესაც სოფლის მოსახლეობას მიწის დასამუშავებლადაც კი არ აქვს სახსრები. ”ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენ გადავდგით დედაქალაქის სანაპიროს გასაუმჯობესებლად, ნაწილობრივ ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება" - ადგურ არძინბა. ბესლან ეშბამ აღნიშნა, რომ სოხუმის ადმინისტრაცია ასრულებს ყველა ვალდებულებას ხელფასებსა და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი განცხადება მეტწილად პოპულისტურია, რადგან SOKHUMI DAILY-ს ინფორმაციით, აფხაზეთში პენსიების გაცემა, უსახსრობის გამო, ერთი თვით გადაიდო და თანხაც შემცირდა. ამ დროს კი "შადრევნების" გახსნა და კერძო ინვესტორების თანხის მსგავს აქტივობებში ხარჯვა არამიზნობრივია. #სოხუმი #აფხაზეთი #პოლიტიკა #sokhumidaily