თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ათი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140031 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ათი საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს მათგანს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის კვლავ 34 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს. „დღეს დილით აღებული იყო 10 ნიმუში და ათივე ტესტის პასუხი უარყოფითია. დღის პირველ ნახევარში გამოკვლეული ათივე პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრში არ გვაქვს. გვრჩება ისევ 34 პაციენტი უცვლელი სტატუსით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
0