http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140032
დღეს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ათეულობით ადამიანი შეკრიბეს, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ. თუმცა, შეკრებილ ხალხს შორის არ იყო დაცული დისტანცია, რომელიც რეკომენდაციით არის გათვალისწინებული.
მომხდარი ფაქტის გამო, შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დააჯარიმა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.