კორონავირუსმა ნახევარმილიონს გადააჭარბა | ახალი სტატისტიკა - აშშ, ჩინეთი, საქართველო

ByM.m.m.Georgia
0
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარმილიონს გადააჭარბა. უკანასკნელი დადასტურებული ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით დაინფიცირების რიცხვმა 525 054-ს მიაღწია. სახიფათო ვირუსით დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთმა ლიდერობა პირველად დაკარგა. რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ COVID-19-ით დაავადების ფაქტი ყველაზე მეტჯერ აშშ-ში გამოვლინდა - დღეს ამ ქვეყანაში კორონავირუსის 13 653 ახალი ფაქტი დადასტურდა. საერთო ჯამში, აშშ-ში ახალი ვირუსი 81 864-ჯერ დაფიქსირდა. ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით 1 173 მოქალაქე გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს - აქ COVID-19-ით დაავადების შემთხვევა 81 285-ჯერ დადასტურდა. როგორც ცნობილია, ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ახალ ვირუსს ეფექტურად ებრძვის და ამარცხებს კიდეც - უკანასკნელ 24 საათში ამ ქვეყანაში მხოლოდ 67 ახალი დაინფიცირებულია. ამ წუთისთვის კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია - აპენინის ნახევარკუნძულზე სახიფათო ვირუსით ინფიცირება 80 589-ჯერ გამოვლინდა, აქედან 8 215 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობით სწრაფი ტემპით წინ მიიწევს ესპანეთიც - აქ სახიფათო ვირუსს 4 145 ემსხვერპლა. საერთო ჯამში ესპანეთში კორონავირუსის 56 197 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში დღეს COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში 79 ადამიანი იყო დაინფიცირებული. საბედნიეროდ, ახალი ვირუსით საქართველოში არავინ გარდაცვლილა.
#კორონავირუსი
#სტატისტიკა
#აშშ
#ჩინეთი
#იტალია
#ესპანეთი
#საქართველო
#პანდემია
#coronavirus
#USA
#China
#Italy
#Spain
#Georgia
#pandemic
#politics
#news
ByM.m.m.Georgia
0