ნიკა არაბიძე და კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ს ტოვებს

Tbilisi Daily

ალეკო მალხაზიშვილმა და მისი გუნდის არასრულმა შემადგენლობამ “რუსთავი 2” დატოვა და სამუშაოდ “ფორმულაზე” გადავიდნენ. “კომედი ჯგუფი” “რუსთავი 2”-ზე “ნიკა არაბიძის შოუს”, “ფარულ კონვერტს”, “ანეკდოტების შოუს”, “გააცინე და მოიგეს” და “კომედი შოუს” აკეთებდა. არხიდან წასული ნიკა არაბიძე და ალეკო მალხაზიშვილი “რუსთავი 2”-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ ახალი მენეჯმენტის მხრიდან მათ თავისუფლებაში არანაირი ჩარევა არ ყოფილა.