იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განაწესა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 15 მოსამართლის უვადოდ განწესების გადაწყვეტილება მიიღო. კენჭისყრა საბჭოში ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შემდეგ გაიმართა. მოსამართლეთა უმრავლესობამ საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის მხარდაჭერა მოიპოვა. ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია: 1.ივერი აბაშიძე - 14 ხმით 2. იოსებ აბრამიძე - 15 ხმით 3. დარინა აბულაძე - 14 ხმით 4. თათია გოგოლაური- 14 ხმით 5. თინა ვაშაყმაძე - 15 ხმით 6. ნინო თარაშვილი - 15 ხმით 7. იზა კელენჯერიძე - 15 ხმით 8. მაია კვირიკაშვილი - 15 ხმით 9. გოგა კუპრეიშვილი - 15 ხმით 10. სოფიო ლეჟავა - 15 ხმით 11. ლელა მილდენბერგერი - 15 ხმით 12. ირმა ტოგონიძე - 14 ხმით 13. ნათია ტოგონიძე - 15 ხმით 14. ნინო ჩახნაშვილი -14 ხმით 15. ხათუნა ჯინორია - 15 ხმით აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2018 წლის იანვარში განწესდნენ. ისინი საქმიანობას უვადოდ გააგრძელებენ სამუშაო ადგილებზე. ისინი თბილისისა და რაიონულ სასამართლოებში საქმიანობენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31000023.html #ახალი_ამბები #twitter