მოდის სახლი Armani იტალიაში მდებარე საწარმოებს გადააკეთებს და სამედიცინო ხალათების შეკერვას დაიწყებს.
მანამდე კი, პანდემიის გავრცელების ფონზე მოდის სახლმა 1 მილიონზე მეტი ევრო მილანში მდებარე საავადმყოფოებისთვის გაიღო.
ცნობისთვის, იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 662 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 8 165-ს მიაღწია.
საერთო ჯამში კი, ინფიცირებულია 80 539 ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება 10 361-მა პაციენტმა შეძლო.
https://primetime.ge/armani-sameditsino-khalatebs-shekervas-itskebs%c2%a0/