საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 13 გამოჯანმრთელებული

0
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.
#stopcovid19
#covid19
#georgia
0