სურამის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა
Gori Daily
წინასარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ციხეზე გასულ წელს დაიწყო.
"წინასარეაბილიტაციო ეტაპზე გაწმენდისა და არქეოლოგიური კვლევის პროცესი ციხის შიდა ტერიტორიის 1000 კვ/მ ფართობზე მიწის 50 სმ-იანი ფენის (ჰუმუსის) მოხსნას ითვალისწინებს. პრეპარაციის საფუძველზე მოხდება კომპლექსის სამხრეთ გალავანთან არსებული სათავსოს არქეოლოგიური შესწავლა. გაიწმინდება ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასახლე და ციხის ჩრდილოეთით მდებარე კოშკი. გამოვლენილი ობიექტების (უძრავი და მოძრავი) შესახებ ინფორმაცია აიტვირთება სააგენტოს "კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში", რაც ახლადგამოვლენილი ობიექტების ინფორმაციის, შესწავლილი ტერიტორიის ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალების, ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზის, არქოლოგიური ობიექტების რუქაზე განთავსების სქემას, ანოტაციების თანხლებით ფოტო საილუსტრაციო მასალისა და გრაფიკული მონაცემების სისტემაში ინტეგრირებას მოიცავს.", - ნათქვამია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნული სამუშაოები, ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო და სამუშაოების განახლება მხოლოდ ახლა მოხერდა.
goridaily
ხაშურისმუნიციპალიტეტი რეაბილიტაცია