ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - მაღაზია დაკეტილია 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში ელიტელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსიდაუდგინდა.ჭავჭავაძის 78/88-ში მდებარე ფილიალი დღეს დაკეტილია. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული მობილური ტელეფონების განყოფილების კონსულტანტი იყო. კომპანიის ცნობით, ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაღაზიის სრული დეზინფექცია. ''მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა მაღაზიაში, ჩვენი მხრიდან მომენტალურად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება და ფილიალის დახურვა.უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის ფილიალის გახსნა მოხდება სარეზერვო კადრებით'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს საქართველოში კორონავირუსის57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 27 აჭარაშია.