მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა
87 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140035

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 500 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსი სულ 510 108 ადამიანს აქვს დადგენილი, 120 000-მა კი მისგან განკურნება შეძლო.

ახალ კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 22 993 ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლი კვლავ ყველაზე მაღალია იტალიაში, სადაც ვირუსის შედეგად 8165 ადამიანია დაღუპული. მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 4089-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 56 188 ადამიანი.

ერთ დღეში ვირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბელგიაში. გასული 24 საათის განმავლობაში აქ ახალი კორონავირუსი 1298 ადამიანს დაუდგინეს, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6235-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 220 პაციენტი.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment
Similar Posts