14 სექტემბერს პირველად გამოიცა კარლ მარქსის მთავარი ნაშრომი"კაპიტალი. პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა".

1
📜1867 წლის 14 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, (ქალაქია 1189 წლიდან) პირველად გამოიცა კარლ ჰენრიხ მარქსის (1818-1883 წლები) მთავარი ნაშრომი "კაპიტალი. პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა".
📖 წიგნი გერმანულ ენაზე გამოვიდა და მისმა ტირაჟმა 1 000 ეგზემპლარი შეადგინა. 📌 პირველი ტომი - "კაპიტალის წარმოების პროცესი" წარმოადგენდა კარლ ჰენრიხ მარქსის მიერ 1859 წელს გამოქვეყნებული ფილოსოფიური და პოლიტიკური ეკონომიის ნაშრომის "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკის შესახებ" გაფართოვებულ გაგრძელებას. 🔺კარლ ჰენრიხ მარქსმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ პირველი ტომის გამოცემა მოასწრო. "კაპიტალის" მეორე - "კაპიტალის ბრუნვის პროცესი" (1885 წელი) და მესამე - "კაპიტალის წარმოების პროცესი, აღებული მთლიანად" (1894 წელი) ტომები, კარლ ჰენრიხ მარქსის ხელნაწერებისა და მასალების საფუძველზე გამოსცა მისმა მეგობარმა, ამხანაგმა და თანამებრძოლმა ფრიდრიხ ენგელსმა (1820-1895 წლები), ხოლო ამ დიდი შრომის შემაჯამებელი, მეოთხე ტომი პირველად გამოიცა კარლ იოჰან კაუცკის (1854-1938 წლები) ძალისხმევით 1905-1910 წლებში. 🔵 2013 წელს UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, დაფუძნდა 1945 წელს) კარლ ჰენრიხ მარქსის "კაპიტალის " ხელნაწერი შეიტანა "მსოფლიო მეხსიერების" დოკუმენტური მემკვიდრეობის რეესტრში.
#დღისამბავი
1