საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 4505 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.
#კორონავირუსი
#პანდემია
#გამოჯანმრთელებულიპაციენტი
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0