გაუმართავი ავტომობილები

0
გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია და შეიძლება, ნებისმიერი მგზავრობა ფატალურად დასრულდეს, რის მაგალითადაც შემიძლია მოვიყვანო 24 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავარია, რომელსაც 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, როგორც შემდეგ გაირკვა სიჩქარის პარალელურად ავარიის მიზეზი ავტომობილის გაუმართაობა იყო. 2018 წლის 3 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ტესტირების გავლა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. ტექდათვალიერების დროს მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს 7 მოთხოვნილებას, ესენია: 1)მუხრუჭები, 2)საჭის მართვის სისტემა, 3)ხილვადობა, 4)ფარები, 5)თვლების ნახარი, 6)შასი და მისი შემადგენლობა, 7) გამონაბოლქვი ვისაც არექნება ტექდათვალიერების დამადასტურებელი საბუთი დაჯარიმდება 50 ლარით მართვის მოწმობაზე კი 15 ქულა მოაკლდება , ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით დაჯარიმდება და 15 ქულა მოაკლდება. საქართველო ისეთი ქვეყნების სიაში შედის, სადაც უცხოეთიდან ჩამოჰყავთ დაზიანებული და გაუმართავი მანქანები, აქ უტარებენ ტექნიკურ რეაბილიტაციას შემდეგ კი ყიდიან.თუ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება იაპონია ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანაა, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ზე. ყველაფრისდამიუხედევად ხშირად ვიგებთ ხალხისგან, რომ ისინი ტექდათვალიერებისთვის ნაწილებს ნათხოვრობენ და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტონაწილების გაქირავება ფარულად ხდება, მაგრამ უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ ისინი ამით თავის და სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.
Feedc
#გააჟღერე
#უსაფრთხოება
#უბედურიშემთხვევა
0