რა იწვევს ნაღვლის კენჭების წარმოქმნას?

0
ნაღველკენჭოვანი დაავადება ხასიათდება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნით. ნაღვლის კენჭები კრისტალური წარმონაქმნია, რომლებიც ძირითადად ქოლესტერინისგან შედგენა. შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი კენჭები. კენჭები ხშირად გვხვდება არა მარტო ნაღვლის ბუშტში, არამედ ღვიძლსა და ნაღვლის სადინრებშიც. ნაღველკენჭოვანი დაავადების გამომწვევი ფაქტორებია: 1. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ამ დროს იცვლება ქოლესტერინის, ნაღვლის მჟავებისა და ფოსფოლიპიდების პროცენტული თანაფარდობა, რაც უფრო მეტია სისხლში ქოლესტერინი და ნაკლებია ნაღვლის მჟავები და ფოსფოლიპიდები, მით უფრო მაღალია ნაღვლის ლითოგენურობის ხარისხი და შესაბამისად კენჭების წარმოქმნის საფრთხეც. 2.ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი ცვლილებები - ანთებებისას ნაღვლის ბუშტში ჩნდება, ასე ვთქვათ პირველადი ბირთვი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბაქტერიები, ეპითელური უჯრედები, ლორწო. ამ კომპლექსზე კი ილექება ნაღვლის კრისტალები და ჩნდება კენჭი. 3. ქოლესტაზი - ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებაა. ქოლესტაზის დროს იზრდება ქოლესტერინის, ბილირუბინისა და კალციუმის კონცენტრაცია, რაც ზრდის ნაღვლის ლითოგენურობის ხარისხს. 4. ნაღვლკენჭოვანი დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია გარკვეული მედიკამენტების მიღება, მათ შორისაა ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები. ნაღვლკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკფაქტორებია: 1. ანთება 2. სიმსუქნე 3. თირკმელების ქრონიკული უკმარისობა 4. ჰემოლიზური ანემია 5. ათეროსკლეროზი 6. შაქრიანი დიანეტი 7. ნაღვლკენჭოვანი დაავადება ხშირად ვითარდება არასწორი დიეტებისას, იმ პირებში ვისაც სურს სწრაფად დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები
0