კოვიდ-ვითარება კვლავ მძიმეა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარაში კოვიდ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით 255-ით შემცირებულია და ბოლო დღე ღამეში ,,კოვიდ 19“რეგიონში 296 ადამიანს დაუდგინდა. 186 გამოჯანმრთელდა , 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.68 წლის კაცი და 86 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, ამ დროისთვის აჭარაში 4 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული. რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს კლინიკებში, თითქმის აღა არის საწოლებიკლინიკების რეანიმაციებში ,თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ასეთ დროს პაციენტების ბრუნვა ხდება და რაოდენობა პერიოდულად იცვლება.