საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად სპეცრეისი ლონდონიდანაც დაინიშნა

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი სპეცრეისებიდან 3 უკვე შესრულდა. კერძოდ, რეისები განხორციელდა - ბერლინიდან, საბერძნეთიდან და ვენიდან. გარდა ამისა, მთავრობის მიერ დაანონსებული გრაფიკით, დარჩენელია შემდეგ მიმართულებებზე რეისების განხორციელება: 31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია ‘საქართველოს ავიახაზები“ განახორციელებს მის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისს თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#politics
#Coronavirus
0