კორონავირუსის გამო სტუდენტების 87% სკოლებსა და უნივერსიტეტებში აღარ დადის

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140049 იუნესკოს მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირების საფრთხის გამო, მსოფლიოში მოსწავლეების და სტუდენტების 87% სკოლებსა და უნივერსიტეტებში აღარ დადის. სასწავლო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტა 165 ქვეყანაში შეეხო საერთო ჯამში 1, 5 მილიარდ ახალგაზრდას. იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულაის განცხადებით, საგანმანათლებლო პროცესის მსგავსი დარღვევა აქამდე არასდროს ყოფილა. განათლების სისტემაში შექმნილ კრიზისზე რეაგირებისთვის იუნესკომ ჩამოაყალიბა გლობალური კოალიცია, რომელშიც შედიან მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ფონდების, ბიზნესის და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. კოალიცია უნდა იქცეს ინფორმაციის გაცვლის და გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად. სკოლების და უნივერსიტეტების დახურვის გამო, სულ უფრო მეტი ქვეყანა გადადის სწავლების დისტანციურ მეთოდზე, თუმცა, ეს შესაძლებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
0