“გელათის უნიკალური მხატვრობა უკვე განადგურებულია და აღდგენას ვერ დაექვემდებარება”

Kutaisi Daily

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უნიკალური მხატვრობა განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება. “ფოტოებზე ასახულია დასავლეთ მკლავის ფერწერული ფენის მდგომარეობა, სადაც პირდაპირი ზემოქმედებით წყლის ინფილტრაციამ უნიკალური მხატვრობის დაზიანება გამოიწვია.ფრესკების ფორმები უკვე აღარ განირჩევა, ბათქაშის გაფხვიერების და ცვენის პროცესი შეუქცევადია. სამწუხაროდ ამ ნაწილში უნიკალური მხატვრობა უკვე განადგურებულია და აღდგენას ვერ დაექვემდებარება! ამ მდგომარეობის ფონზე სააგენტოში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციას თან სდევდა მცირე ხარვეზები, მხოლოდ გამომარილებას აქვს ადგილი ფრესკებზე რაც ფრესკების დაზიანებას არ იწვევს,”-აცხადებენ “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ახალ გადახურვაზე ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ტაძარში წყალი ჩავიდა. ამ დროისათვის ტაძრის დროებითი გადახურვა მიმდინარეობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #გელათი #kutaisidaily