აიაქსის მოთამაშე ხანგრძლივი კომიდან გამოვიდა

ByM.m.m.Georgia
0
აიაქსის ფეხბურთელი, აბდელჰაკ ნური თითქმის 3-წლიანი კომიდან გამოვიდა. მისი ძმის თქმით, აბდელჰაკი ისევ წევს, თუმცა მას ჭამა, დაცემინება, გაღიმება და წარბების გამოძრავება უკვე შეუძლია. შეგახსენებთ, 2017 წლის ზაფხულში ერთ-ერთი ამხანაგური შეხვედრისას არითმიის გამო ნურის გულის შეტევა დაემართა. ექიმებმა ის ხელოვნური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს, რადგან სხვა შემთხვევაში მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. მედიკოსებმა მას საზარელი დიაგნოზი დაუსვეს - ტვინის შეუქცევადი დაზიანება. სპეციალისტების აზრით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ის ვეღარასდროს დაუბრუნდებოდა, თუმცა თითქმის 3 წლის შემდეგ აბდელჰაკი ამ მდგომარეობიდან გამოვიდა.
#აბდელჰაკნური
#აიაქსი
#ფეხბურთი
#სპორტი
#ნიდერლანდები
#ajax
#football
#sport
#news
#photo
#business
ByM.m.m.Georgia
0