ძალადობა მოზარდებში და შავებით შემოსილი მშობლები

0
არვიცი საიდან დავიწყო, ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულიდან, 90-იანებიდან როცა სადარბაზოდან ნაიარევებით და ჭრილობებით გამოდიოდა ხალხი თუ დღევანდელი რეალობიდან სადაც ახალგაზრდებს ერთმანეთის მიყოლებით ვკარგავთ. ზოგადად რატომ მიდიან ახალგაზრდა ბიჭები თუ გოგოები იმ გადაწყვეტილებამდე რომ ან ვინმე უნდა გამოასალმონ სიცოცხლეს ან თავიანთს დაემშვიდობონ. დიდებისგან გამიგია როგორი სიამაყით ყვებიან მათ ისტორიებს, სადაც სასტიკად უსწორდებიან მათ თანატოლებს. მათი მეგობრები როგორ ასახიჩრებდნენ ეგრეთ წოდებულ "არასწორ" ხალხს. იქნებ მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის უფროსებისგან წახალისება ძალადობისკენ. ზოგადად ადამიანი რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვი-მოზარდი ეწოდება არის იმ ასაკში რომელიც სწავლის მთავარი საფეხურებად ითვლება. ბავშვი იზრდება, სწავლობს: საუბარს (ირგვლივ მყოფებისგან), ქცევას (ირგვლივ მყოფებისგან), წერას, კითხვას და ა.შ. წარმოუდგენლად მეჩვენება ბავშვს უმეორებდე და უყვებოდე ძალადობაზე მისგან მიღებულ "სიამოვნებაზე" და ბავშვს არ გაუჩნდეს მიდრეკილება ამ ყველაფერზე ან პირიქით, უყვებოდე მუდამ კარგს უარყოფდე ძალადობას, ჰუმანურობისკენ მიუთითებდე და ბავშვი მოძალადედ ჩამოყალიბდეს. დედა აზრი იმაშია რომ ყველა იღებს მაგალითს უფრისი ადამიანისგან მისგან ვისაც მისაბაძად თვლის და მისი აზრებიც მარტივად გადმოდის მიმბაძველზე . რა შეიძლება იყოს გამოსავალი? 1) გავამკაცროთ კანონები? იქნებ შეეშინდეთ? ისედაც საკმარისად მკაცრია! 2) სკოლაში-საბავშვო ბაღში ვასწავლოთ რომ არ შეიძლება ძალადობა? ისედაც ისწავლება! 3) იქნებ სულიერება? ბავშვებს ვასწავლოთ როგორ დაუახლოვდნენ უფალს. ბაღებში სკოლებში რომ ისწავლებოდეს რელიგიური-სასულიერო გაკვეთილები იქნებ რამე შეიცვალოს? ყველასთვის ცნობილია რომ მოზარდის გონება და ფანტაზია უსაზღვროა და ამას თუ კეთილი საქმისკენ მივმართავთ და მათ ვასწავლით უფლის სიყვარულს იქნებ აღარ იფიქრონ მისგან ნაბოძები სიცოცხლის განადგურებაზე, იმაზე რომ სუსტის ჩაგვრა არ არის ვაჟკაცობა ვაჟკაცობაზე და სიკეთეზე ქართველ ერს ოდითგანვე დახვეწილი აზრი გვქონდა. რაც ნატლად ჩანს ვაჟა ფშაველას ლექსშიც . "არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი, ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე. მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად დამჩაგვრელებსა სწყალობდე? აბა, ბიჭობა ის არი, დაჩაგრულთათვის სწვალობდე. არც-რა ბიჭობა ეგ არი, მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე, თავი მოგქონდეს სხვებზედა და ამის გამო გვშარობდე." დაზუსტებით ვამბობ რომ უფლის სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს და არა ძალადობის ისტორიები და მასზე დამოკიდებული ხალხი! ზოგადად მოდით ერთად გავიაზროდ, რა მოსდევს ვინმეს "გულგრილ" გადაწყვეტილებას და რამდენი აცრემლებული თვალი რჩება ამ ქვეყნად გარდაცვლილის სულის გამცილებლად? დედები, მამები, დები, ძმები ნუთუ არსებობს მიზეზი რომელიც გაამართლებს ამ ქცევას? რამდენად პატარაა ჩვენი ცხოვრება კონფლიქტებისთვის? ადამიანი საშვალოდ 70წელს ცოცხლობს ანუ დაახლოებით 25 550 დღეს. ამ ციფრიდან 1 დღეს უკვე ახლა პოსტის კითხვის დროს ხარჯავ. აი ამდენად პატარაა ჩვენი ცხოვრება და მას უფრო ვამცირებთ დაუფიქრებელი ქცევებით. არ შემიძლია არ შევეხო ქუჩურ გარჩევებს უამრავი მსხვერპლით, სადაც კუნთ მაგარი ბიჭები ყველაზე კარგ შემთხვევაში საავადმყოფოში აგზავნიან მათზე სუსტს. ბოლო დროს ხშირად მესმის: "ძალადობისთვის დაკავებული სპორტსმენები" და ხალხშიც დიდი აჟიოტაჟი იჩენს თავს. ასევე ხშირად მესმის საბრძოლო ხელოვნებით დაკავებულ ადამიანებზე: "ცხოველებივით იწვრთვნებიან და შემდეგ ამ ძალას ძალადობაში ხარჯავენ მათზე სუსტებსაც მარტივად ჩაგრავენ" . ყველაზე დიდი შეცდომაა თუ ფიქრობთ რომ სპორტულ დარბაზებში სადაც საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიან(ნებისმიერს) ასევე მიუთითებენ რომ დაჩაგრონ სუსტი, ძალები გამოცადონ მასთან ვისაც არანაირი გამოცდილება და ცოდნა არ აქვს ბრძოლის . ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ, ერთ ღვთისნიერ და კეთილ კაცზე, " თამაზი მასწავლებელი. მას ყველა ასე ეძახის. კრივის მასწავლებელია თან დიდად წარმატებული მსოფლიოს ჩემპიონების, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონების გამზრდელი. ამ ადამიანთან ხშირად მაქვს კონტაქტი და მისგან მხოლოდ ერთი მესმის მეც და მის გუნდსაც რომ ყველა ძლიერ ადამიანს ევალება: სიკეთის კეთება, სუსტის დახმარება და გვერდში დგომა, მტირალის გაღიმება... ეს ადამიანი ამ ყველაფერს ბავშვებს ასწავლის, სწორი მისამართით და სწორი მიმართულებით, ზუსტი და გონივრული აზრი მიაქვს ბავშვებთან და სწორედ ის ხდება მათი მისაბაძიც". ასე იზრდება კარგი ადამიანი ! "არა კაცთ კლა", "არა ძალადობა" ეს ფრაზები როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბანერებზე ასევე წმინდა წიგნებში გვხვდება. ყურანში, ბიბლიაში... არ არსებობს რელიგია რომელიც მიგვითითებს ძალადობაზე, მაგრამ არსებობს ისტორიები და მათი შემქმნელი ხალხი რომელიც საწინააღმდეგოს აკეთებს. აი ზუსტად ამიტომ მგონია რომ *"მესამე პუნქტი"* არის დღევანდელი რეალობის გამოსავალი.
#სიყვარულიდარწმენაგადაარჩენსმსოფლიოს
💖🕊⚜
#გააჟღერე
Feedc
#siykura
#მოდა
#სპორტი
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები
0