ჩინეთში კორონავირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად მთავრობა თითქმის ყველა უცხოელისთვის საზღვარს კეტავს. ინფორმაციას CBC ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით ჩინეთში დაბრუნებას ის უცხოელებიც ვერ შეძლებენ, ვისაც ქვეყანაშიი ცხოვრების ნებართვა აქვთ.
ბოლო კვირების სტატისტიკით ჩინეთში ვირუსის შიდა გავრცელების მაჩვენებელთა საგრძნობლად იკლო, ხოლო ახალი დაინფიცირების შემთხვებები ძირითდად უცხო ქვეყნებს უკავშირდება.
ბოლო მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსის 3 460 აქტიური შემთხვევაა ფიქსირდება. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობით კი ჩინეთს დღეს აშშ-მ გადაუსწრო.
#politics
#news
#კორონავირუსი
#coronavirus
#china