თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილია მოთავსებული

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპისთვის 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით კლინიკაში მოთავსებულ ახალშობილებს კორონავირუსის გამოსარიცხად ტესტირება ჩაუტარდებათ, რადგან ისინი წითელი ზონიდან არიან გადმოყვანილი. ხოლო, რაც შეეხება, მათთან მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორსულ ქალს, მდგომარეობა სტაბილურია. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული, ორსული ქალბატონი, დაახლოებით, 22 კვირის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ჩვენ კლინიკაში 3 ახალშობილიცაა მოთავსებული, მათი მდგომარება მძიმეა, თუმცა, მართვადი. ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მოგეხსენებათ, არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ ნევნატოლოგების და რეანემატოლოგების დახმარება. ვინაიდან ჩვენ ქვეყანში მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, აქედან გამომდინარე, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.“, - განაცხადა რატიანმა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ახალშობილები
#ორსულიქალი
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0